ТУРНЕ «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) ПО ГЕРМАНИИ В 1962 ГОДУ
05.08. «БОРУССИЯ» (НОЙКИРХЕН) • 1:1
08.08. «ГАННОВЕР-96» (ГАННОВЕР) • 2:2
11.08. «КАРЛСРУЭ» (КАРЛСРУЭ) • 1:1
МАТЧ № 82.
«БОРУССИЯ» (НОЙКИРХЕН, ГЕРМАНИЯ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) • 1:1 (0:1)
5 августа 1962 года. Нойнкирхен. «Элпенфельдштадион». Перед игрой и после перерыва — дождь.
Судья: ? (Германия).
«Боруссия»: Кирш, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Мэй, ***, ***.
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Г.Сичинава, Датунашвили, Яманидзе, Калоев, Баркая, Месхи.
Голы: 0:1 Г.Сичинава — 19, 1:1 Мэй — 58
ПРОГРАММА, ДОКУМЕНТЫ, ПРЕССА, ФОТО-ВИДЕО МАТЕРИАЛЫ
ФотографииСоветский спортლელო (Лело)
Газета «Советский спорт» (Москва) от 8 августа 1962 года:
Советские футболисты за рубежом.
Команда тбилисского «Динамо отправилась в поездку по ФРГ. Первым противником грузинских футболистов был чемпион Юго-Западной зоны «Боруссия» (Нёйкирхен). Игра началась острыми атаками тбилисцев. Однако до перерыва они только один раз сумели заставить хорошо игравшего вратаря «Боруссии» Кирша достать мяч из сетки. Это произошло на 19-й минуте после удара полузащитника Г. Сичинава. Немецкая команда недаром славится своими быстрыми нападающими. После перерыва правый крайний хозяев пола Май сравнял счет. Ничья — 4:1. Следующую встречу грузинские футболисты проведут в Ганновере.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 августа 1962 года:
ფრე – 1:1.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სტუმრად მყოფმა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა 5 აგვისტოს თავიანთი პირველი მატჩი ჩაატარეს ქ. ნოენკირჰენში. მათი მოწინააღმდეგე იყო დასავლეთ გერმანიის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი „ბორუსია“, რომელიც კარგადააა ცნობილი საერთაშორისო სარბიელზე.
თბილისელები მინდორზე გამოვიდნენ ასეთი შემადგენლობით: კოტრიკაძე; ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი; ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა; დათუნაშვლი, იამანიძე, კალოევი, ბარქაია, მესხი.
პირველი ათიოდე წუთის განმავლობაში ორივე გუნდი ძირითადად დაზვერვას აწარმოებდა. შემდგომში ინიციატივა თანდათან ხელთ აიღეს დინამოელებმა და მალე შედეგსაც მიაღწიეს. გ. სიჭინავა მე–20 წუთზე მინდვრის შუაგულიდან გავიდა მოწინააღმდეგის ნახევარზე და შორი მანძილიდან დაარტყა კარში – 1:0.
შესვენების შემდეგ წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელმაც ძალზე გაართულა თამაშის პირობები. მიუხედავად ამისა, მატჩი ბოლომდე მიმდინარეობდა საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში. მე–13 წუთზე „ბორუსიას“ მარჯვენა გარემარბმა მაიმ გაიტანა საპასუხო ბურთი და ეს ანგარიში – 1:1 უცვლელი დარჩა თამაშის ბოლომდე.
დინამოელები გაემგზავრნენ ჰანოვერს, სადაც 8 აგვისტოს ითამაშებენ ადგილობრივ გუნდთან – „ჰანოვერ–96“.
МАТЧ № 83.
«ГАННОВЕР-96» (ГАННОВЕР, ГЕРМАНИЯ) — «Динамо» (Тбилиси) • 2:2 (0:0)
8 августа 1962 года. Ганновер. Стадион Нижней Саксонии.
Судья: Шуленберг (ФРГ).
«Ганновер»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Хайзер.
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Г.Сичинава, Яманидзе, Датунашвили, Баркая, Калоев, Месхи.
Голы: 0:1 Калоев — 47, 1:1 Хайзер — 62, 2:1 Хайзер — 65, 2:2 Калоев — 81
ПРОГРАММА, ДОКУМЕНТЫ, ПРЕССА, ФОТО-ВИДЕО МАТЕРИАЛЫ
ФотографииСоветский спортლელო (Лело)
Газета «Советский спорт» (Москва) от 11 августа 1962 года:
Тбилисские динамовцы провели второй матч в ФРГ. Их противниками были футболисты «Ганновер-96», выступающие в Северной лиге. И на этот раз грузинские футболисты свели игру вничью со счетом 2:2.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 августа 1962 года:
ფრე ჰანოვერში.
მეორე მატჩი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან, ჰქონდათ ქ. ჰანოვერში. აქ ისინი შეხვდნენ ადგილობრივ გუნდს – „ჰანოვერ–96“.
დინამოელებმა მძლავრი შეტევით დაიწყეს თამაში. მათ პირველივე წუთებიდან აიღეს ხელთ ინიციატივა და თითქმის განუწყვეტლივ უტევდნენ მოწინააღმდეგის კარს. მე–12, მე–20 და 35–ე წუთებზე მასპინძელთა კართან არ იქნა გამოყენებული გოლის გატანის უაღრესად ხელსაყრელი შესაძლებლობანი და ტაიმი დამთავრდა უშედეგოდ – 0:0.
მეორე ტაიმი თბილისელებმა კვლავ შეტევით დაიწყეს. მესხი სწრაფად გაიჭრა თავის ფლანგზე და გადააწოდა ცენტრში, სადაც დროზე გავიდა კალოევი და თავით გაგზავნა ბურთი კარში – 1:0. მცირე ხანს შემდეგ გერმანელთა ერთ–ერთი შეტევისას კოტრიკაძის მიერ დაბრუნებულ ბურთს მოუსწრო „ჰანოვერის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰეიზერმა და გაათანაბრა ანგარიში – 1:1. რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე ჰეიზერმა გამოიყენა „დინამოს“ დაცვაში დაშვებული შეცდომა და წინ გაიყვანა თავისი გუნდი – 2:1.
დინამოელებმა გააძლიერეს იერიშები. იამანიძე კარგად გავიდა რამდენიმე მცველს შორის, გადასცა ბურთი კალოევს, რომელმაც კვლავ თავური დარტყმის შემდეგ აღადგინა წონასწორობა ანგარიშში – 2:2.
МАТЧ № 84.
«КАРЛСРУЭ» (КАРЛСРУЭ, ГЕРМАНИЯ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) • 1:1 (0:0)
11 августа 1962 года. Карлсруэ. «Вилдпаркштадион».
Судья: ?
«Карлсруэ»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
«Динамо»: Лежава, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Г.Сичинава, Датунашвили, Яманидзе, Калоев (Хундадзе, 46), Баркая, Месхи (Мелашвили, 46).
Голы: 0:1 Баркая — 55, 1:1 Хурцилава — 89 (автогол)
ПРОГРАММА, ДОКУМЕНТЫ, ПРЕССА, ФОТО-ВИДЕО МАТЕРИАЛЫ
ФотографииСоветский спортლელო (Лело)
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 августа 1962 года:
Тбилисские динамовцы закончили выступления в ФРГ. Последний матч против команды «Карлсруэ» советская команда сыграла вничью — 1:1. Таким образом, все три игры грузинских спортсменов закончились вничью.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 августа 1962 года:
3 მატჩი – 3 ფრე.
11 აგვისტოს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა თავიანთი ბოლო მატჩი ჩაატარეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ქ. კარლსრუეში ისინი შეხვდნენ ადგილობრივ გუნდს – „კარლსრუეს“, რომელიც ერთ–ერთ უძლიერესად ითვლება თავის ქვეყანაში.
თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს მატჩი: ლეჟავა, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი, იამანიძე, კალოევი (ხუნდაძე), ბარქაია, მესხი (მელაშვილი).
პირველ ტაიმში ბრძოლას თანაბარი ხასიათი ჰქონდა და დამთავრდა უშედეგოდ – 0:0. შესვენების შემდეგ, მე–10 წუთზე ბარქაიამ ზუსტად გამოიყენა იამანიძის გადაცემა და გახსნა ანგარიში – 1:0. თბილისელებმა ეს ბურთი შეინარჩუნეს 89–ე წუთამდე, მაგრამ მაშინ, როცა თამაშის დამთავრებას აკლდა 30 წამი, ხურცილავამ და ლეჟავამ ცუდად გაითამაშეს ბურთი კარის სიახლოვეს, ლეჟავამ ვერ შეძლო შეეჩერებინა ბურთი ხელში და გერმანელებმა დაუყოვნებლივ გამოიყენეს ეს უხეში შეცდომა – 1:1.